|
2017-05-06 13:41:26, 2274 ნახვა
მსოფლიო
Politico: აშშ-ის კონგრესში Sputnik-ის ჟურნალისტებს აღარ შეუშვებენ
რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აკრედიტაციის უფლება შეეზღუდათ, - ამის შესახებ Politico იუწყება. კონგრესის პრესსამსახურის უფროსის ჯასტინ უილსონის განცხადებით, Sputnik-ის ჟურნალისტებს უფლება აქვთ, კონგრესის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. კონგრესის პრესსამსახურის შიდა წესის თანახმად, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის მინიჭება იკრძალება. Sputnik-ის ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტმა ენდრიუ ფეინბერგმა კონგრესში აკრედიტაციაზე უარი უკვე მიიღო. ჟურნალისტმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ ეძებს ადვოკატს და მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა აბსურდულია და მის პრაქტიკაში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)