19:32 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 18:45:01, 2456 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ: 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით, სრულად დაიხურა წინასასამართლო სხდომა გიორგი მ.-ს ბრალდების საქმეზე.

საქმის მასალების თანახმად, პროცესის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება, ასევე მიმდინარეობს გამოძიება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ რელიგიური მოტივით მუქარის შემცველი სატელეფონო ზარის განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ  დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ პროცესის მონაწილეებს სხდომის საჯაროდ წარმართვის შემთხვევაში.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გააჩნია სხვადასხვა საპროცესო უფლება, მათ შორის სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ, თუმცა აღნიშნული დათქმა არ არის იმპერატიული და აბსოლუტური, თუკი აღნიშნული იწვევს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა უფლებების, თავისუფლების და უსაფრთხოების ხელყოფას", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics