17:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:23:24, 2030 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ე. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 461-ე და 473-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობას და თავდასხმით ქურდობას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics