|
2017-05-04 10:48:34, 2202 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: პუტინის დიქტატს არასდროს დავემორჩილები
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დიქტატს არასდროს დაემორჩილება, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპონენტთან მარინ ლე პენთან გამართულ დებატებზე განაცხადა. როგორც მაკრონიმ აღნიშნა, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპტან თანამშრომლობას აპირებს. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, მაკრონის განმარტებით, პუტინი ბევრი საერთაშორისო საკითხის განხილვის დროს ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა არ აპირებს, პუტინის დიქტატს დაემორჩილოს. გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკაზე მაკრონის ოპონენტმა "ნაციონალისტური ფრონტის" წევრმა მარინ ლე პენმაც ისაუბრა. მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ „საფრანგეთი უნდა იყოს საფრანგეთი“. „საფრანგეთმა თავისი განსაკუთრებული ხმა დაკარგა, ვინაიდან ის გერმანიისა და აშშ-ის მიმართ მონურ მორჩილებას იჩენდა“, - განაცხადა ლე პენმა დებატებზე. კითხვაზე - რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, ლე პენი აღნიშნა: „რუსეთი საფრანგეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენს. არ მაინტერესებს, რა ურთიერთობაა აშშ-სა და რუსეთს შორის". თავის მხრივ ემანუელ მაკრონიმ დასძინა, რომ მას გერმანიასთან მუშაობაც სურს. „შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო ფორმულირებები“, - განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, გერმანია საფრანგეთის მტერი არ არის. მაკრონი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მტერი ჩინეთია. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების მარინ ლე პენისა და ემანუელ მაკრონის დებატები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. უცხოური მედია საშუალებები წერენ, რომ დებატები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ევროპული კურსის მხარდამჭერი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირიდან გასვლის მომხრე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)