09:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 15:45:10, 2575 ნახვა

მსოფლიო
Charlie Hebdo: არჩევნების მეორე ტური - ნამდვილად გჭირდებათ კარიკატურები? (ფოტოები)

ფრანგულმა სატირულმა გამოცემა Charlie Hebdo-მ მიმდინარე კვირის ნომერი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს მიუძღვნა.

ამჯერად, ჟურნალის ყდაზე ჩვეულებისამებრ კარიკატურა არ განთავსებულა. გამოცემის ავტორებმა გარეკანზე მხოლოდ წარწერა განათავსეს. კერძოდ კი, შავ ფონზე დაიწერა: „მეორე ტური: ნამდვილად გჭირდებათ კარიკატურები?“

ჟურნალში განთავსებულია ნახატები, ერთ-ერთ მათგანზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გოგონა „ფორტუნის ბორბალს“ ატრიალებს, რომელიც 7 ნახატისგან შედგება. აქედან 6 ნახატზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მარინ ლე პენია გამოსახული, მეორეზე კი მორიგი კანდიდატი, ემანუელ მაკრონი.

კიდევ ერთ ნახატზე, მარინ ლე პენი Whirpool-ის ფაბრიკას სტუმრობს, რომლის მუშებიც წარმოების პოლონეთში გადატანას აპროტესტებდნენ. ნახატზე ლე პენს და მისი გუნდის წევრებს შავები აცვიათ - მარცხენა ხელზე კი წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ნაცისტური ლენტი უკეთიათ. ლე პენი სარეცხ მანქანაზე დგას და ამბობს, რომ მომდევნო კვირას პოლონეთის ოკუპაციას მოახდენს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics