|
2017-04-29 16:44:29, 2590 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო „ტიფლის პალასში“ შეხვდა. მინისტრმა თურქ ბიზნესმენებს ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საექსპორტო შესაძლებლობეზე ესაუბრა. გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურაც გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა „აწარმოე საქართვლოში“ – ბიზნესზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. გიორგი გახარიამ, თურქ ბიზნესმენებს 2017 წლის მარტში ეკონონომიკური ზრდის 5,3 პროცენტიან წინასწარი მაჩვენებელი, ტურიზმის სექტორში მიმდინარე ტენდენციები და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მინისტრმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე. მინისტრმა ასევე უპასუხა ბიზნესმენების შეკითხვებს. „ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ჩვენთვის თურქეთი არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი, თურქული ინვესტიციები საქართველოში დიდი ხანია ხორციელდება და იგი არის ერთერთი ლიდერი ქვეყანა ინვესტიციების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ბიზნესმენებთან რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრას თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ და მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)