05:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 11:02:07, 2069 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ აიღო

პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფება “იმამ შამილის ბატალიონმა” აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა აიმან ალ-ზავაქირის ბრძანებით დაიგეგმა, სწორედ მან დაავალა აქბარჟონ ჯალილოვს ტერაქტის განხორციელება. 

მედიის ცნობით, საქმე ტერაქტის მუხლითაა აღძრული.

ცნობისთვის, 6 აპრილს პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს. 

ამასთან, 18 აპრილს მოსკოვში სამართალდამცველებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აბრორ აზიმოვი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics