|
2015-04-09 12:48:33, 364 ნახვა
პოლიტიკა
ხვალიდან საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება
10 აპრილიდან საქართველოსა და ბრაზილიის რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში შედის. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფრომაციით, შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო და მას მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 11 მარტს მოაწერა ხელი. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ტურისტული და საქმიანი მიზნით მგზავრობის მსურველი ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეები თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ. ცნობისთვის, საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რასაც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე. „ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, და მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეთანხმების გაფორმება გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას გაზრდას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)