|
2017-04-18 19:18:19, 2242 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი: სიკვდილით დასჯის შემოღება სიგნალი იქნება, რომ თურქეთს არ სურს, ევროკავშირის ოჯახის წევრი იყოს
ევროკომისია თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს ყველა ის დარღვევა, რომელთა შესახებაც ოპოზიცია საუბრობს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ევროკავშირისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახება რიტორიკა მიუღებელია. „მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას ფართო ეროვნული კონსენსუსის ჩამოყალიბებისაკენ და შესაძლო დარღვევების გამოძიების დაწყებისკენ. სიკვდილით დასჯა უარყოფილია ჩვენ მიერ და ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტური საყრდენი. ამ საკითხთან დაკავშირებით რიტორიკიდან ქმედებებზე გადასვლა მკაფიო სიგნალი იქნება, რომ თურქეთს არ სურს, იყოს ევროკავშირის ოჯახის წევრი,“ - განაცხადა ეუთოსა და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ტანა დე ზულუეტამ. ცნობისთვის, დღეს ევროპელმა დამკვირვებლებმა რეფერენდუმის შესახებ მომზადებული პირველადი ანგარიში თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს გადასცეს. დოკუმენტში აღნიშნუალია, რომ კენჭისყრის პროცესი და კამპანია ევროპულ სტანდარტებს არ პასუხობდა. „უმაღლეს საარჩევნო საბჭოს გადავეცით ჩვენი ანგარიშის ასლი და მისი შინაარსი განვიხილეთ. ჩვენი დასკვნები შევა საბოლოო ანგარიშში. ჩვენ ვრჩებით და მოვამზადებთ სარჩელების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ასევე შევა საბოლოო დოკუმენტში,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარგარიტის შინასმა. ცნობისთვის, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. საპროტესტო აქციაზე 49 ადამიანი დააკავეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)