|
2015-04-08 16:25:20, 404 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: თუ მეკითხებით, უნდა ვყოფილიყავი თუ არა მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვაზე, კი, უნდა ვყოფილიყავი
თუ მეკითხებით იმას მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა, კი ბატონო, მე უნდა ვყოფილიყავი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ნადირაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ ესწრებოდა იგი 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ნეშტების ფრაგმენტების დაკრძალვას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და ყველას სთხოვა, ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი დაანებონ. „მე ძალიან გთხოვთ, რომ ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი დავანებოთ იმიტომ, რომ ეს არის ის თემა, რომელზეც შესაძლებელია მსგავსი სპეკუალციები. მე მინდა გითხრათ ცალსახად, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული გმირი, რომელმაც შესწირა ჩვენს ქვეყანას თავი, არის ძვირფასი ჩვენთვის. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენზე მეტად შესტკივა ვიღაცას გული ან დაღუპულ ჯარისაკცებზე ან მათ ოჯახებზე ან დაჭრილ ჯარისკაცებზე. ჩვენი პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, მათ ოჯახებს, მაგრამ ეს არ არის აფიშირების საგანი. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებას, ამ ღონისძიების ფორმატი იყო შემუშავებული მშობლების, სასულიერო პირების და ასე ვთქვათ, სამხედრობის მონაწილეობით. ეს ღონისძიება ითვალისწინებდა პანაშვიდის გადახდას, თუმცა თუ მეკითხებით იმას მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა, კი ბატონო, მე უნდა ვყოფილიყავი. უბრალოდ მოხდა ისე, რომ მინისტერიალის თარიღმა გადმოიწია, დაინიშნა 2 აპრილს ჩვენი კოლეგების თხოვნით. აქედან გამომდინარე, ჩემდა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, თუმცა სამინისტრო ღირსეულად იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე, მოადგილის სახით, გენერალური შტაბის ხელძღვანელობის სახით“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)