11:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 12:22:45, 2964 ნახვა

სამართალი
​პრეზიდენტმა 91 პირი შეიწყალა

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, - რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 91 მსჯავრდებული, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 4 ქალბატონს.

შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 3 ქალბატონი; დანარჩენ 29 მსჯავრდებულს, რომელთაგან 1 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააცნო.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics