|
2015-04-08 12:51:05, 357 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ვერ ვიტყოდი, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, უბრალოდ ასეთი ფონია შექმნილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. როგორც გომელაურმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება და სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოა. მისივე განმარტებით, შსს უახლოეს მომავალში დანაშაულის სტატისტიკას გამოაქვეყნებს, რომელზეც ევროპელი პროფესიონალი ექსპერტებიც მუშაობდნენ. "მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს საქმეებს, ქმედითია. ამ ფონზე გუშინ ჩემმა მოადგილემაც ისაუბრა პირდაპირ ეთერში. მე ვერ ვიტყოდი, რომ კრიმინალი გაიზრდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციელი დაიღუპა, 3 თვის განმავლობაში 2 პოლიციელის დაღუპვა მოხდა, ამიტომ ფონია შექმნილი, რომ კრიმინალი გაიზარდა. როცა დღე და ღამე ტელევიზიები ატრიალებენ, რომ მოკლეს, უბედურება ხდება, დაიქცა ქვეყანა, უბრალო მოქალაქე, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ კრიმინალი გაიზარდა.მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას და ეს არის ევროპული რეკომენდაციებით გამოთვლილი, ეს არ არის ძველი მეთოდებით, მასში ევროპელი პროფესიონალები იყვნენ ჩართული, ექსპერტები. ასე რომ, მარტო ჩვენი გაკეთებული არ არის და შარს ვერ მოგვდებენ, რომ ჩვენ რაღაცა შევცალეთ.ძალიან ცუდი ფაქტია, რაც ხდება მაგრამ ეს ყველაგან ხდება. ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში ხდება კრიმინალი. კრიმინალი რომ არ იყოს, პოლიციაც არ იქნებოდა საჭირო",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)