2017-04-11 13:39:00, 2450 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა „Standard & Poor’s“-ის ანალიტიკოსებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის “Standard & Poor’s” ანალიტიკოსებს შეხვდა და მათ საქართველოში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ფისკალურ რეფორმასა და მთავრობის ფისკალურ გეგმაზე 2017 – 2020 წლებში.
ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკოსებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დადგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებმაც ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2017 წლის პოზიტიურ ტენდენციებზე. მათ შორის, იანვარ-თებერვალში მიღწეულ 4,8 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა კარგი სტარტი აიღო.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან