2017-04-06 13:25:42, 2534 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ კომპანია Apple-თან მოლაპარაკებები დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამერიკაში სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესთან ერთად, კომპანია Apple-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრებზე 2017 წლის ბოლომდე Georgian online App Store -ის გახსნაზე შედგა მოლაპარაკებები.
Georgian App Store -ი ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს Apple -ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო ვებ დეველოპერები App აქსელერატორის მეშვეობით შექმნიან ios -ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს და გაზრდიან ქართული პროდუქციის ცნობადობას.
შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც „ეფლი“ სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან