|
2017-04-04 13:27:09, 2394 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვარცოვას ინფორმაციით, პეტერბურგის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, „რია ნოვოსტის“ ცნობით, მათ რიცხვი 51-მდეა გაზრდილი. 3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს - ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და „სენნაია პლოშადს“ შორის აფეთქება მოხდა. პეტერბურგში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტერბუგის მეტროსადგურ „Сенная“-ს და „Технологический институт“-ს შორის აფეთქება მოხდა. მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)