|
2017-04-03 15:48:28, 2157 ნახვა
მსოფლიო
ეკვადორზე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი ლიდერობს
xეკვადორზე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი ლიდერობს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხმათა 96% უკვე დათვლილია და არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლენინ მორენო ლიდერობს. მან კონსერვატორ გილიერმო ლასოს გაუსწრო, რის შემდეგადაც დამარცხებულმა კანდიდატმა მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდა. ლენინ მორენო 51% აგროვებს, ხოლო ლასო 49%. ეკვადორის ცესკომ გამარჯვებული ოფიციალურად ჯერ არ გამოავლინა, თუმცა მოქმედ პრეზიდენტ რაფაელ კორეას განცხადებით, კანდიდატებს 200 ათასიანი სხვაობა აქვს, შესაბამისად მორენო მომავალი პრეზიდენტი იქნება. კონსერვატორ ლასოს განცხადებით, მისი ოპონენტი ადმინისტრაციულ რესურს იყენებდა და ბიულეტენების ფალსიფიკაცია მოახდინა. ცნობისთვის, პორტალ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ბედი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. ჯულიან ასანჟი უკვე 6 წლის განმავლობაში ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. კონსერვატორი ლასო აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ასანჟს საელჩოს ტერიტორიას 30 დღის ვადაში დაატოვებინებდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)