|
2017-04-03 13:16:21, 2291 ნახვა
მსოფლიო
კოლუმბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა, მათ შორის 44 ბავშვია
კოლუმბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-ს მიაღწია, აქედან 44 ბავშვია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში მეწყერი გამოიწვია. რამდენიმე დასახლება მთლიანად განადგურდა. განსაკუთრებით ქალაქი მოკოა დაზარალდა. სახლების დიდი ნაწილი მიწაში ჩაიმარხა. დაკარგულ ადგილობრივებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. გარემოსდამცველთა განცხადებით, კოლუმბიაში ძლიერი წვიმა ხშირია, მაგრამ ამჯერად ერთი თვის ნალექი ერთ დღეში მოვიდა, რაც უჩვეულო იყო. აღნიშნულ მოვლენებს რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა. პანტიფიკოსმა დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც მედია წერს, სამძებრო სამუშაოებში 1000-მდე სამხედროა ჩართული. მაშველების თქმით, სამძებრო სამუშაოების წარმოება უამინდობის გამო რთულდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)