|
2017-03-30 14:22:55, 2418 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილზე: მატყუარაა, ქართველებს გაურბის, როგორც კურდღელი, უკრაინელებს კი სიყვარულში ეფიცება
უკრაინელი დეპუტატი, "რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშო აღშფოტებას გამოთქვამს, იმასთან დაკავშირებით, რომ მალტაში, "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დელეგატად იყო დარეგისტრირებული. უკრაინელლმა დეპუტატმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსმატყუარა უწოდა. "მალტაში გამართულ "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე დარეგისტრირდა, როგორც საქართველოს დელეგატი. როგორი მატყუარაა! ქართველებს გაურბის, როგორც კურდღელი. გაურბის, რომ ციხეში არ ჩასვან მკვლელობისა და კორუფციის ბრალდებით. უკრაინელებს კი სიყვარულში ეფიცება და ატყუებს. სააკაშვილი საკუთარი თანამოქალაქეების ჯალათია, რომლებსაც კლავდა ძალაუფლების გამო, ისევე, როგორც იანუკოვიჩი. უკრაინა მისთვის მხოლოდ ტერიტორიაა, სადაც მართლმსაჯულებას ემალება. სააკაშვილი უკრაინელ ხალხს გამოიყენებს და მოშიორებს თავიდან, ისევე, როგორც საკუთარ მოსახლეობას უღალატა!", - წერს უკრაინელი დეპუტატი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)