|
2017-03-29 16:10:57, 2737 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა - „ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას“
ევროკავშირის საბჭოს დონალდ ტუსკის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა ამოქმედდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ დონალდ ტუსკს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ მოწერილი წერილი უკვე გადასცა. ქვეყნის პრემიერი "ბრექსითის" დაწყებასთან დაკავშირებით, ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი გამოიყენა. საბუთი აძლევს საშუალებას (თუმცა არ ავალდებულებს) პრემიერ-მინისტრს აცნობოს ევროკავშირის წევრებს, რომ დიდი ბრიტანეთი "ბრექსითის" 2-წლიან პროცედურას იწყებს. რას გულისხმობს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი - 2007 წელს ხელი მოეწერა საბუთს, რომელიც ევროპული კავშირის შეთანხმებას გულისხმობს. ის ცნობილია, როგორც ლისაბონის შეთანხმება. ლისაბონის შეთანხმებამ ევროკავშირის კონსტიტუცია ჩაანაცვლა, რომლის წინააღმდეგ ორი წევრი ქვეყანა - საფრანგეთი და ნიდერლანდები გამოდიოდნენ. ლისაბონის შეთანხმება არის ევროკავშირის ძირითადი საბუთი, რომლის თანახმადაც წევრ ქვეყანას აქვს უფლება კავშირი დატოვოს. სწორედ ამას ეძღვნება 50-ე მუხლი. "ეს ისტორიული მომენტია, რომლის დაწყებითაც უკან დასაბრუნებელი გზა არ გვექნება. ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს - ჩვენ მივირებთ გადაწყვეტილებებს და ჩვენ პირად კანონებს. კონტროლის ქვეშ იქნება ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გამოვიყენებთ შესაძლებლობას, ავაშენოთ უფრო პატიოსანი ბრუტანეთი, რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. უკვე გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წერილი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის სახელზე:
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)