|
2017-03-27 15:30:02, 2670 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ სერგეი ნავალნის 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა
ქალაქ მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ ალექსეი ნავალნის 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. „ჩვენ მივმართეთ მოსკოვის მთავრობას აქციის შესათანხმებლად. კანონის შესაბამისად, ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცათ ან შემოეთავაზებინათ ალტერნატიული ადგილი, ეს არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გვქონდა უფლება აქცია იმ ადგილას ჩაგვეტარებინა, რომელიც თავდაპირველად მოვითხოვეთ“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთში გამართულ მიტინგზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვში მიტინგი ტვერსკის ქუჩაზე გაიმართა. აქტივისტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს.აქციის მონაწილეების დაკავება დედაქალაქის გარდა სხვა ქალაებში მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)