21:08 - 13 May, 2026
|
2017-03-25 16:07:03, 2616 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავიადაბომბვის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა
სირიის პროვინცია იდლიბში ავიადაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაუდგენელმა თვითმფრინავებმა ციხე დაბომბეს. როგორც მედია წერს, დაბომბვის შედეგად ციხის ერთი კორპუსი დაზიანდა. უფლებადამცველების ცნობით, პატიმრები მხოლოდ ავიადარტყმის შედეგად არ დაღუპულან. ისინი მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ პატიმარს ესროლეს, როცა ისინი ალმოკიდებული შენობიდან გაღწევას ცდილობდნენ. მათ შორის სულ მცირე ციხის ორი ზედამხედველიც იყო. BBC-ის ცნობით, შესაბამისი ორგანოები არ ჩქარობენ გაარკვიონ, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თვითმფრინავები. იდლიბის პროვინცია სირიის ოპოზიციის დასაყრდენად ითვლება, მათ შორის იმ ნაწილისაც, სადაც ჯიჰადის დაჯგუფებები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)