|
2017-03-24 18:30:56, 2519 ნახვა
მსოფლიო
ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მურაბაკი 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში გადაყენებული პრეზიდენტი კაიროში მდებარე, სამხედრო ჰოსპიტალში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო იხდიდა სასჯელს. სასამართლო სხდომაზე ის ვერტმფრენით გადმოჰყავდათ. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, მუბარაკმა ჰოსპიტალი უკვე დატოვა. ეგვიპტის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი, 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს ასობით დემონსტრანტის მკვლელობის საქმეში გაამართლა. შეგახსენებთ, რომ მუბარაქს დაახლოებით 900 მომიტინგის მკვლელობა ედებოდა ბრალად. 18 დღიანი საპროტესტო აქციები 2011 წლის 11 თებერვალს დასრულდა, როდესაც მუბარაკი თანამდებობიდან გადადგა. 2012 წლის 2 ივნისს კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)