|
2017-03-24 14:22:27, 2420 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა დუმის ყოფილი დეპუტატის მკვლელის ვინაობა დაასახელა
უკრაინელი ძალოვნები რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატის მკვლელობას იძიებენ, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დენის ვორონენკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია, რომელიც უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში იყო ჩანერგილი. შს მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს ინფრომაციით, დეპუტატის მკვლელი პაველ პარშოვია. „დენის ვორონენკოვის მკვლელი უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია, რომელიც 1988 წელს ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა“, - ამის შესახებ ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელ Facevookის საკუთარ გვერდზე წერს. არსებული ინფორმაციით, მკვლელი უკრაინის მოქალაქეა, ეროვნულ გვარდიაში წელიწადზე მეტია მსახურობს და რუსეთის სპეცსამსახურებმა 2014 წელს გადაიბირეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, რომელმაც 2016 წელს პოლიტიკური დევნის გამო ქვეყანა დატოვა და უკრაინაში ითხოვა თავშესაფარი, კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. თავდასხმის დროს საპასუხო ცეცხლი დენის ვორონენკოვის მცველმაც გახსნა, შედეგად მკვლელი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. უკრაინელი ძალოვნების ინფორმაციით, მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელიც ამ დროისთვის იძებნება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)