|
2017-03-23 09:26:02, 2247 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი: თავდამსხმელებმა ადგილი ლონდონში შემთხვევით არ შეარჩიეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის განცხადებით, ტერორისტული ინციდენტისათვის, თავდამსხმელებმა ადგილი ლონდონში შემთხვევით არ შეარჩიეს, რადგან ეს დედაქალაქის გულია, - ამის შესახებ BBC იუწყება. „თავდამსხმელებმა ადგილი ლონდონში შემთხვევით არ შეარჩიეს. სწორედ აქ - ჩვენი დედაქალაქის გულში იკრიბებიან განსხვავებული აღმსარებლობისა და კულტურის წარმომადგენელი ადამიანები, რათა ადიდონ ჩვენი საერთო ღირებულებები დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მიმართულებით ჩვენს უძველეს პარლამენტთან“, - განაცხადა მეიმ. პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, არ აყვნენ სიძულვილის ენას და განაგრძონ ცხოვრება, ტერორისტების შიშის გარეშე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა ტერორისტული საფრთხის მაღალ დონეს არ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 20-მდე კი დაშავდა. სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)