|
2017-03-21 17:22:29, 2223 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი ევროპაზე: თურქეთი პასუხს მოითხოვს მასზე წნეხის განხორციელების მცდელობებზე - ეს დრო დასრულდა
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, ქვეყანა ყოველმხრივ და დეტალურად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს განიხილავს, - ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება. როგორც ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რეფერენდუმის შემდეგ სულ სხვა, ახალი თურქეთი იქნება. ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ნიდერლანდებს პასუხს მოსთხოვს. „თურქეთი პასუხს მოითხოვს მასზე წნეხის განხორციელების მცდელობებზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ პასუხს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან მიმართებაში უხეშ მოპყრობაზე, რომლებსაც ჰოლანდიელი პოლიციელები ძალის გამოყენებით მიათრევდნენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რიგი ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების მონაწილეობით ჩასატარებელი ღონისძიებები. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა შესაძლო გაწევრიანების საბაბით თურქეთზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს. „მეტი ვერაფრით ვერ დაგვემუქრებიან, ვერც ევროკავშირში გაწევრიანებით და ვერც „რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებით. ეს დრო დასრულდა. 16 აპრილს მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავალთ და სრულიად ახალი თურქეთი გაჩნდება. წლების განმავლობაში ევროკავშირი თავის კრიტერიუმებზე მიგვითითებდა, ახლა კი თვითონ თელავენ თავიანთ კრიტერიუმებს. 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით, დავილაპარაკებთ. როგორც ახლა, ასე საქმე ვერ გაგრძელდება“, - დასძინა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა. ამასთან, ერდოღანის თქმით, ევროპა "ყველაზე რასისტული, ფაშიტური და ბოროტი გახდა მეორე მსოლიო ომის შემდეგ". შეგახსენებთ, რომ საქმე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლულსა და ოჯახის საქმეთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრს ფატმა ბეტიულ საია კაიას ეხება. ჰოლანდიის ხელისუფლებამ მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, როცა ისინი ნიდერლანდებში მცხოვრებ თურქებთან დაგეგმილი რეფედენდუმის საკითხზე შეხვედრას აპირებდნენ. ოფიციალურმა ანკარამ მომხდარის გამო ამსტერდამისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თუმცა ჰოლანდიის ხელისუფლება ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჰოლანდიამდე თურქულ დიასპორასთან შეხვედრაზე უარი ოფიციალური ანკარის წარმომადგენლებს გერმანიამ, ავსტრიამ და შვედეთმაც უთხრეს.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)