10:13 - 10 May, 2026
|
2015-01-13 13:05:28, 1819 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ტაავი რიივასს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა და ტაავი რიივასმა ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივაზეც გაამახვილა. შეხვედრისას საუბარი რეგიონში, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს უელსის სამიტზე მიღებული სპეციალური პაკეტის მხარდაჭერისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)