11:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 18:11:20, 2506 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია

ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო  ეწვია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა უმასპინძლა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და  ინოვაციების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნო. 

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია,  ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება  ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, რომელზეც ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე. 

შეხვედრას ასევე,   უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შანდორ საბო დაესწრო. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს 16-18 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics