02:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 13:31:53, 2221 ნახვა

სამართალი კომენტარი
ხუციშვილი: პოლიცია ბათუმში შეუმჩნევლად პატრულირებდა, ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვიყავით

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის თაობაზე, რომ მთელი ბათუმის გადაწვა მიმდინარეობდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოვლენები ერთი კონკრეტული ქუჩის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე განვითარდა და ის მიმართული იყო უშუალოდ პოლიციის წინააღმდეგ.

ამასთან, ხუციშვილი ამბობს, რომ მთლიანად ქალაქში პოლიციის მიერ შეუმჩნევლად ხორციელდებოდა პატრულირება და პროცესების ნებისმიერი გზით  განვითარებისთვის მზად იყვნენ.

„თუ ეს ხალხი გაიშლებოდა და დაიწყებდა სხვა ქუჩებზე გადასვლას. საუბარია, ასევე, ბოლოს რატომ დაშალეს და ა.შ. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭა ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც გაწმენდა დავიწყეთ ამ ქუჩების, მაშინ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ისევ აგრძელებდნენ  იმ საქმიანობას, არავინ თავისი ნებით არ დაშლილა და ისეთი ელფერი აქვს მიცემული თითქოს, პოლიცია ყველა, რომ დაიშალა, შემდეგ მივიდა. ორგანიზებულად იმუშავა პოლიციამ იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა პირი, ვინც აიღებდა პასუხისმგებლობას და ვისთანაც შედგებოდა მოლაპარაკება. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ გვყავს ხოლმე ორგანიზატორები, რომლებსაც ველაპარაკებით და პროცესს ისე ვმართავთ. ეს იყო პირველი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ“,-განაცხადა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics