|
2017-03-15 14:00:55, 2727 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ საქმე აღძრა
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ ქვეყნის პროკურატურამ საქმე აღძრა, - ამის შესახებ France24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფიიონს დეპუტატობის პერიოდში სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და ოჯახის წევრებისთვის ფიქტიურ დასაქმებაში ედება ბრალი. სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიიონის მეუღლე წლების განმავლობაში პარლამენტის აპარატში სენატორის თანაშემწედ ფიქტიურად იყო დასაქმებული. პენელოპა ფიიონი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გარეშე ანაზღაურებას იღებდა. თანხამ 2005-2007 წლებში 900 ათასი ევრო შეადგინა. მეუღლის გარდა, ფრანსუა ფიიონმა თავის აპარატში ფიქტიურად დაასაქმა შვილებიც, რაშიც მათ, ანაზღაურების სახით, 84 ათასი ევრო აიღეს.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)