19:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:53:43, 2959 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, - ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

დაწესებული სანქციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვასა და მათ ქვეყანაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს. სანქციები 6 თვით გაგრძელდა და 15 სექტემბრამდეა ძალაში. 

ევროკავშირის განმარტებით,  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ  აღნიშნული პირების "საქმიანობა ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".

ცნობისთვის, ე.წ შავ სიაში შედის დონბასის პოლიციის ერთ-ერთი „ლიდერი“ არსენ პავლოვი, ასევე გენადი ციპკალოვი. უკანასკნელს თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „პრემიერ-მინისტრის“ პოსტი ეკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics