18:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 12:53:19, 1230 ნახვა

სხვადასხვა
ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ესტუმრა

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრ ურან ახმეტოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააღსრულებო წარმოების პროცედურებს, ბიუროს სერვისებს - მოვალეთა რეესტრი, გამარტივებული საქმისწარმოება, ელექტრონული აუქციონი, აღსრულების პოლიციის მუშაობის სპეციფიკას.

ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა ინტერესი გამოთქვა დამატებით გაეცნოს აღსრულების სფეროში ქართული მხარის მიერ გატარებულ რეფორმებს და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეიქმნას ინფორმაციის აქტიური გაცვლის მექანიზმები.

იოსებ ბაღათურიამ დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი შეხვდა ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს. სამინისტროს დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. ასევე, დელეგაცია სტუმრობდა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის დღეს, 7 მარტს სრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics