15:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 16:12:38, 365 ნახვა

პოლიტიკა
შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებთან

რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ იშმეთ ილმაზთან გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს და აღინიშნეს, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.

ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას.  საუბარი შეეხო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში ურთიერთობების  განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

„რამდენადაც ვიცი, თქვენ გქონდათ ნაყოფიერი შეხვედრა თქვენს ქართველ კოლეგასთან და შეთანხმდით ბევრ საკითხზე. ჩვენი, სამი სახელმწიფოს ერთობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მიხარია, რომ ჩვენ რეალურად მეგობრული და პარტნიორული  ურთიერთობები გვაკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა  მადლობა გადაუხადა თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics