|
2015-01-13 11:16:07, 2270 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა (ვიდეო)
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი. ექიმების შეფასებით, ჩვილის მდგომარეობა უკიდურესია. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2 „ ავრცელებს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულ ბაზაზე მომსახურე, რიგითი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი თურქეთის საზღვარზე დააკავეს. ინფორმაციას ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ადასტურებს. ჟურნალისტის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილ პერმიაკოვმა ექვსი ადამიანი აკა 75-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ მან იარაღი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული გავიდა და მიიმალა. მომხდარმა მკვლელობამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, დროებით დახურეს სკოლა და ბაღი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)