20:24 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 22:18:31, 2284 ნახვა

სამართალი
ოხანაშვილი: არის მცდელობა, რომ ციანიდის საქმესთან მე დამაკავშირონ, თითქოს მე ვიყავი ამ ყველაფრის ორგანიზატორი

არის მცდელობა იმისა, რომ მე დამიკავშირონ, რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის ორგანიზატორი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, მას სურს პირადად პოლიტიკას გაემიჯნოს. მისივე თქმით, რაღაც დონეზე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეიძლება, იყოს გარკვეულ კავშირში პოლიტიკასთან.

„მინდა, თავიდანვე აღვნიშნო, რომ ვემიჯნები ყველანაირ პოლიტიკას. ეს რაც ხდება, სხვანაირი ბრძოლაა და უბრალოდ არ მინდა, რომ ეს.. ცდილობენ, რა თქმა უნდა, ბოროტი ძალები, რომ ეს ყველაფერი დააკავშირონ პოლიტიკასთან“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ის წამოვიდა სამსახურიდან, რომელიც „მისი ცხოვრების ნაწილი იყო“.

„მე ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მრავალი წლის განმავლობაში. ისეთი რაღაცა მოხდა, რომ ახლაც კი გაოგნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 3 კვირა გავიდა თითქმის და ბევრ რამეს ჯერ ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა, რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

ის აქვე აღნიშნავს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება მამა გიორგი მამალაძის საქმეს და პატრიარქის უსაფრთხოებას ეხება. სოსო ოხანაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ისეთი საუბარი წავიდა, რომ ის თანამდებობაზე ვეღარ გაჩერდებოდა და ეს ნაბიჯი პატრიარქთან შეთანხმებით გადადგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics