18:55 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 14:26:57, 2454 ნახვა

სამართალი
ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზის დაკითხვა გრძელდება

ე.წ მატროსოვის ციხეში "ციანიდის საქმეში" ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისულმა, პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარგი წიკლაურმა დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა მისივე თქმით, საგამოძიებო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

წიკლაურის თქმით,  საგამოძიებო უწყება კმაყოფილია, რომ ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ამასთან, ჯარგი წიკლაურის ინფორმაციით, გამოძიებას არაერთი შეკითხვა აქვს და ისინი იმედოვნებენ, რომ ბრალდებულისგან ამომწურავ პასუხს მიიღებენ. 

”პროკურატურის ამოცანაა საქმეზე მტკიცებულებები შევადაროთ ყველა შესაძლო წყაროსთან. ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოძიებას და ამიტომაც გვინდოდა დაგვეკითხა ბრალდებული. მას აქამდეც არაერთხელ შეეძლო მიეცა ჩვენება, თუმცა კარგია, რომ დღეს გვაძლევს ჩვენებას. 

ჩვენ არაერთი შეკითხვა გვაქვს, რომელიც დაისმება და იმედი გვაქვს, რომ ამომწურავ პასუხს მივიღებთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როდესაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება ბრალდებულისგან, ჩვენ დამატებით კომენტარებს გავაკეთებთ ამ ჩვენების ირგვლივ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ დაკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ, საქმეზე საუბარი უფრო დეტალურად შეეძლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics