18:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 11:42:40, 3569 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქართველი ქალი იპოვეს

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე პოლიციამ ორი ქართველი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალი თურქეთში შესვლას ჩემოდანში დამალული ცდილობდა, - ამის შესახებ Daily Sabah-ი იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, წყვილი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ჭიშკართან, ხოფის რაიონში დააკავეს.

პოლიციამ საეჭვოდ მიიჩნია ჩემოდნით მოძრავი მამაკაცი. სამართალდამცავებმა მას ბარგის გახსნა მოსთხოვეს, ჩემოდანში კი დამალული ქალი აღმოჩნდა.

დაკვითხვის დროს, თურქმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ 28 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, წყვილი პოლიციაშია გადაყვანილი.

მედიის ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი შემთხვევა სამი დღის წინაც მოხდა, როდესაც თურქეთში უკანონოდ შესვლას  ჩემოდანში დამალული კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics