17:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 14:23:21, 3243 ნახვა

მსოფლიო
დემოკრატი კონგრესმენი: თეთრ სახლს ფსიქიატრი სჭირდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრის, ტედ ლიუს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფსიქიატრი სჭირდება, - ამის შესახებ The Huffington Post-ი იუწყება.

„ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ. მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ვთვლი, რომ ნებისმიერმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიტაროს მენტალური შემოწმება, მის მიერ დაკავებული პოსტიდან გამომდინარე“, - ამბობს ლიუ.

გამოცემის ცნობით, დემოკრატი კონგრესმენი ტრამპის არაადეკვატური ქცევებით და ზოგიერთ შემთხვევაში, სამსახურის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულებით აღელვებულია.

მისივე თქმით, ყველა ის ტყუილი, რომელსაც ტრამპი თავისი გაპრეზიდენტების დღიდან ამბობს, მისი არაჯანსაღი გონებიდან მოდის და ის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics