2017-02-02 17:36:37, 2944 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას ხვდება
ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელის გაბრიელ გოდარდს შორის. შეხვედრის მთავარი თემაა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები საქართველოში.
როგორც უწყებიდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, მსოფლიო ბანკი საქართველოში სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერას ახორციელებს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია. მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს შორისაა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებები.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან