|
2017-02-02 16:43:56, 3556 ნახვა
კომენტარი Lifestyle
ინაშვილი: როცა სტუდენტები ნახავენ ფრანკფურტის აეროპორტს, ვერც ერთი პრეზიდენტი ვეღარ ეტყვით, რომ ჩვენი უფრო მასშტაბურია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ეს არის დიდი პროგრესი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. როგორც ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქართველი ხალხი ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას იმსახურებს. "მიხარია, რომ დღეიდან გაჩნდა ამისი რეალური პერსპექტივა: სკოლის მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის, პაციენტებისთვის, უბრალოდ, ტურისტებისთვის...ყველას გულითადად გილოცავთ! როცა რაც შეიძლება მეტი ქართველი სტუდენტი ნახავს ფრანკფურტის აეროპორტს, ვერც ერთი პრეზიდენტი (სააკაშვილის მსგავსად) მას ვეღარ გაუბედავს უთხრას, რომ თბილისის აეროპორტი უფრო მასშტაბური და კომფორტულია, ვიდრე ფრანკფურტის. თუმცა, ისიც გაგვეხარდება, რომ უკეთესი აეროპორტი გვქონდეს', - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)