15:30 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 12:04:42, 2566 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კომიტეტის სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის სენატმა ExxonMobil-ის ყოფილ ხელმძღვანელს რექსს ტილერსონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშნვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კომიტეტის წევრების ხმები პარტიული კუთვნილებით გაიყო: 11 რესპუბლიკელმა ტილერსონს მხარი დაუჭირა, 10 დემოკრატმა კი არა. 

ამასთან, სრული პალატის მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ კი, სულ მცირე 51 ხმა უნდა დააგროვოს 100-დან. 

მედიის ცნობით, რესპუბლიკელებს სენატში 52 მანდატი აქვთ. 

დემოკრატების განცხადებით, ისინი ტილერსონს მხარს არ დაუჭერენ და აცხადებენ, რომ მისი ბიზნესზე ორიენტირება ცუდად აისახება ქვეყნის სახელწმიფო მდივნის მოვალეობის შესრულებაზე. მათივე შეფასებით, ტილერსონს რუსეთთან ზედმეტად კარგი ურთიერთიერთობა აქვს. 

ტილერსონის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალურად არჩევის კენჭისყრა მომავალ კვირასაა დაგეგმილი. 

ცნობისთვის, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რექსს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის კანდიდატად 2016 წლის 13 დეკემბერს წარადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics