15:49 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:51:53, 2502 ნახვა

ეკონომიკა
პაშა ბანკი ჰაკათონი Smart City-ის სპონსორი და მწვანე პროექტის მხარდამჭერია

28-29 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში იმართება ჰაკათონი Smart City, რომლის ფარგლებშიც მონაწილე სტუდენტური გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ინოვაციური გზებით ჩვენი დედაქალაქის პრობლემის გადაჭრაში - იქნება ეს პარკირების, ეკოლოგიის, რიგების თუ სხვა საკითხები.

გუნდების შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმით მოხდება: რამდენად შეიძლება აღნიშნული ინოვაციის გამოყენება რეალობაში და რამდენად ორიგინალურია გადაწყვეტილება.

მწვანე პროექტის შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს პაშა ბანკი გადასცემს ფულად პრიზს. 2016 წლის ბოლოს, ბანკმა განაცხადა, რომ წელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში  მწვანე პროექტებში აქტიურად ჩაერთვება. აღნიშნული აქტივობების საწყისი იყო პარტნიორების სახელზე 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგის დარგვა ბორჯომის მახლობლად დაზიანებული ტყის სარეაბილიტაციოდ.

„ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდები დავაფიქროთ ეკოლოგიურ საკითხებზე და სწორედ მათგან მოვისმინოთ ინიციატივები, თუ როგორ წარმოუდგენიათ გარემოს უკეთ და უფრო ეფექტიანად მოვლა. აღნიშნული ჰაკათონი რეალურად თავს მოუყრის იმ ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება. წელს ჩვენ არაერთ მწვანე პროექტში ვაპირებთ ჩართვას და აღნიშნული შეჯიბრის სპონსორობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული ფორმით ხელი შევუწყოთ რომელიმე იდეის განხორციელებასაც“, - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

ჰაკათონი ტარდება “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” გრანტის ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორია “კავკასიის უნივერსიტეტში” არსებული სტარტაპ აქსელერატორი “C10”. ღონისძიების თანაორგანიზატორია სტარტაპ აქსელერატორების მენეჯმენტ კომპანია “ბლენდერი”. ჰაკათონის სპონსორი და მწვანე პროექტის მხარდამჭერია პაშა ბანი.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics