|
2017-01-21 16:25:49, 2774 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის რანგში პირველ ბრძანებებს მოაწერა ხელი
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ლიდერის რანგში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ახალმა პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმას ეხებოდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამთავრობო უწყებებს დაევალათ, ე.წ. „ობამაქეართან“ დაკავშირებული რეგულაციები შეაჩერონ და ობამას ჯანდაცვის აქტის შესასუსტებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. როგორც ტრამპმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზეზი „ობამაქეარით“ განპირობებული ეკონომიკური ტვირთის შემცირებაა. მედიის ცნობით, ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული ბრძანების ხელმოწერა პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპის პირველი ნაბიჯია. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ახალი სამთავრობო გუნდის პოლიტიკის ნაწილია, რომ ამ კანონის გაუქმების პროცესი დაჩქარდეს. ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებით შესაბამის უწყებებს დაევალათ, იზრუნონ ჯანდაცვის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი უფრო მოქნილი გახდეს, რათა უფრო მეტი თავისუფალი და ღია ჯანდაცვის ბაზარი შეიქმნას. ცნობისვის, ამერიკის პრეზიდენტს არ შეუძლია ჯანდაცვის კანონი ერთპიროვნულად გააუქმოს, თუმცა დონალდ ტრამპმა და სხვა რესპუბლიკელებმა პირობა დადეს, რომ სენატში ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ და „ობამაქეარის“ სახელით ცნობილ აქტს აუცილებლად გააუქმებენ. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის "ობამაქეარის" რეფორმის ფარგლებში, დაზღვევით 20 მილიონ ამერიკელზე მეტი სარგებლობას. შედეგად, თუ "ობამაქეარის" რეფორმის შემოღებამდე დაზღვევით მოსახლეობის დაახლოებით 85% სარგებლობდა, აღნიშნული რეფორმის შემდეგ ეს რიცხვი 91%-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გუშინ შედგა. რესპუბლიკელმა აღნიშნულ თანამდებობაზე დემოკრატი ბარაკ ობამა ჩაანაცვლა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)