02:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 10:02:00, 674 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზუგდიდში მომხდარი სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის ძარცვის ფაქტი გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვალერ ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში ავტომანქანით გზა გადაუღობა „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ნინო ბ. მართავდა. ვალერ ბ-მ ჩაამტვრია აღნიშნული ავტომანქანის გვერდითა საქარე მინა, ნინო ბ-ს დედას - გული მ-ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც 40 000 ლარი იყო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვალერ ბ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics