|
2015-03-27 18:36:33, 1867 ნახვა
სხვადასხვა
„გალერეა ჰოსტელმა“ booking.com-ის სპეციალური ჯილდო მიიღო
„გალერეა ჰოსტელმა“ გასული წლის განმავლობაში მომხმარებლების ყველაზე მაღალი შეფასება 9.5 მიიღო და booking.com-ის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. მომხმარებელმა სასტუმრო სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასა. მათ შორის დასახელდა სისუფთავე, კომფორტი, ადგილმდებარეობა, თანამშრომლების თავაზიანობა და ფასის შესაბამისობა ხარისხთან. „booking.com-ის მთელი გუნდის სახელით ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ პრიზს გადმოგცემთ. თქვენ დაადასტურეთ, რომ სტუმრების სურვილებს არა მარტო ასრულებთ, არამედ უფრო მეტს სთავაზობთ მათ. ვამაყობთ იმით, რომ ეს ჯილდო გადმოგეცით - სიმბოლო ჩვენი პატივისცემისა და იმის, რომ საუკეთესო შთაბეჭდილებას ახდენთ თქვენს სტუმრებზე“, - ნათქვამია booking.com-ის ღია წერილში. ცნობისთვის, Booking.com მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინრესურსია, რომლითაც ტურისტები მსოფლიოს მასშტაბით სარგებლობენ. თითოეული მათგანი სასტუმროებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. გალერეა ჰოსტელი გასულ წელს ბროსეს ქუჩა 11-ში გაიხსნა და ერთდროულად 23 სტუმრის მასპინძლობის შესაძლებლობა აქვს. ჰოსტელში ღამის გათენება საუზმით 23 ლარიდან იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)