11:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 13:39:13, 2079 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს

მსოფლიო ბანკმა ახალი პროგნოზი "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები" გამოაქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5.2%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლისთვის ეკონომიკური მაჩვენებელი 5.3%-მდე გაიზრდება, ხოლო 2019 წლისთვსი ბანკი 5.0%-ს პროგნოზირებს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ივნისის ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი 0,3 პროცენტით.

რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიო ბანკმა 2017 და 2018 წლებისთვის ზრდის პროგნოზი შეამცირა.

როგორც ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი 2,9%-ს.

ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდა - 2,8% უნდა ყოფილიყო, 2018 წლისთვის კი - 3%.

„2008-2009 წლების ღრმა რეცესიის შემდეგ, 2016 წელი გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე სუსტი იყო“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics