13:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 15:28:23, 2742 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

ახალი წლის ღამეს, სტამბოლში მდებარე ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახელი ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მკვიდრი, 28 წლის ლაქჰე მაშრაპოვია.

არსებული ინფორმაციით, იგი გასული წლის ნოემბერში, თურქეთის ქალაქ კონიეში მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, მაშრაპოვი ტერორისტული საქმიანობით იყო დაკავებული.

ამასთან, ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, უწყება ქვეყნის მოქალაქის შესახებ მასალებს აგროვებს, რათა სტამბოლში ტერაქტთან კავშირი გადაამოწმოს.

შეგახსენებთ, სტამბოლში მდებარე ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. შეიარაღებულმა ტერორისტმა ცეცხლი ჯერ კლუბის დაცვას გაუხსნა, შემდეგ კი შენობაში შევარდა სადაც 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია.

ცნობისთვის, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics