13:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 14:10:58, 2705 ნახვა

მსოფლიო
BBC - ბოლო 1 კვირის განმავლობაში, მოსული 13 ათასმა ადამიანმა დატოვა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ერაყის ქალაქი მოსული 13 ათასმა ადამიანმა დატოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოველდღიურად ქალაქს 2300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ტოვებდა. ეს თითქმის ერთნახევარჯერ მეტია ვიდრე აქამდე ხდებოდა. ამასთან, გაეროს ინფორმაციით, ადრე ქალაქს 24 საათის განმავლობაში 1 500-მდე ადამიანი ტოვებდა.

გაერო აღნიშნულ ქმედებებს, ერაყის სამხედრო ძალების მიერ ტერიტორიების დაბრუნებას უკავშირებს.

გაერო-ს ცნობით, ერაყის რამდენიმე რაიონი "ისლამური სახელმწიფოსგან" უკვე გათავისუფლებულია და იქ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ. მოსახლეობის საერთო რაოდენობა, რომელმაც ქალაქი გათავისუფლების ოპერაციის შემდეგ დატოვა, 130 ათასს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ერაყის სამხედრო ჯარებმა ტერიტორიების ატავისუფლების მიზნით სპეცოპერაცია, 17 ოქტომბერს დაიწყეს.

ცნობისთვის, სპეცოპერაციაში მონაწიელობას ერაყის სამთავრობო ძალები, ქურთების შეირაღებული ფორმირება "ფეშმერგა" და აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიცია იღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics