13:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 20:00:08, 3009 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა

მოსკოვში 80 წლის ასაკში სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯუღაშვილი საკუთარ სახლთან ახლოს ქუჩაში შეუძლოდ გახდა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ცნობისთვის, ევგენი ჯუღაშვილი 1936 წელს დაიბადა. მისი მამა სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, ევგენი ჯუღაშვილი ბაბუას რუსეთის სასამართლოებში იცავდა, შეჰქონდა სარჩელები ჟურნალისტების, გამოცემებისა და მაღალჩინსონების წინააღმდეგ, რომლებიც სტალინს აკრიტიკებდნენ.

ჯუღაშვილს შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელი სახელმწიფო დუმისა და ფედერალური საარქივო სააგენტოს წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ განიხილა. 2010 წელს მან პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი მიმართვისას, კატინის ტრაგედიაზე პოზიციის გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა. 1990-იან წლებში ევგენი ჯუღაშვილი პოლიტიკური საქმიანობაში მონაწილეობდა და კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდა. 2001 წლიდან პარტია “სახალხო-პატრიოტულ კავშირს” ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics