13:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 09:37:42, 392 ნახვა

პოლიტიკა
ასპინძის გამგებლის მოადგილე 21 ათასი დოლარის ქრთამის სახით აღების ფაქტზე დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ხოზრევანიძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში, წუნდის ტბასთან მდებარე 32 635 კვ.მ მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 50 000 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 21 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics