|
2016-12-22 08:55:39, 2466 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის მთავობამ ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურა დაამტკიცა
უკრაინის მთავრობამ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სახელმწიფო საწარმოს, პოლიგრაფიული კომბინატის "უკრაინას" დირექტორის, მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. სააკაშვილის გადადგომა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 9 ნოემბერს დააკმაყოფილა. მოგვიანებით მთავრობამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მაქსიმ სტეპანოვმა გაიმარჯვა. ცნობისთვის, მაქსიმ სტეპანოვი 39 წლისაა. 1999-2001 წლებში ის “ნაფტოგაზ უკრაინის” შვილობილი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 2003-2004 წლებში უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2008-2010 წლებში სტეპანოვი ოდესის ოლქის გუბერნატორის ნიკოლაი სერდიუკოვის პირველ მოადგილედ მუშაობდა. იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ ის სერდიუკოვთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოლიგრაფიული კომბინატის “უკრაინას” დირექტორად სტეპანოვი 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაქსიმ სტეპანოვს აქვს საერთო ბიზნესი ლეონიდ იურუშევიჩთან, რომელიც არსენი იაცენიუკის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)